ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ბრძოლა B ლიგაში დასარჩენად - უკრაინა v საქართველო
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

ბრძოლა B ლიგაში დასარჩენად - უკრაინა v საქართველო

24 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

სამშაბათს, 17 ნოემბერს საქართველოს ნაკრები 2026/27 წლების სეზონის ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში უკრაინას დაუპირისპირდება. დღევანდელ ბლოგში საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების საფეხბურთო დაპირისპირების ისტორიასა და ხვალინდელ მატჩზე მოგიყვებით.


საქართველოს ნაკრებს წლების განმავლობაში არაერთი უხერხული მეტოქე ჰყოლია, თუმცა ისეთი ბევრი ვერ მოიძებნება, რომელთა წინააღმდეგაც ჩვენებს არაერთი მატჩი გაუმართავთ და გამარჯვება არასდროს მოუპოვებიათ - 2016 წელს ვლადიმერ ვაისის შეგირდებმა ესპანეთიც კი დაამარცხეს. უკრაინა კი ირლანდიის კატეგორიაშია, ანუ მეტოქის, რომელიც საფეხბურთო მოედანზე არცერთხელ დაგვიმარცხებია -  ირლანდიასთან ნაკრებმა თერთმეტი მოუგებელი მატჩი გამართა, უკრაინასთან უკვე 12.


როგორც ზემოთ გითხარით, ლურჯ-ყვითლების წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებს სულ თორმეტჯერ უთამაშია - აქედან შვიდჯერ გამარჯვება უკრაინელებს დარჩათ, ხოლო ხუთჯერ მატჩი ფრედ დასრულდა. საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო დუელი 1998 წელს იწყება - გუნდებმა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ოთხი ამხანაგური მატჩი ითამაშეს, ორი უკრაინაში, ორიც საქართველოში. 


კიევში გამართული პირველი დაპირისპირება ჩვენთვის კატასტოფული გამოდგა - სერგეი რებროვისა და სერგეი სკაჩენკოს დუბლებით უკრაინამ 4:0 იმარჯვა. 1999 წელს თბილისში მინიმალური სხვაობით, 0:1 დავმარცხდით, 2001 წლის თბილისური მატჩი კი ფრედ 0:0 დასრულდა. 2002 წელს გამართული კიდევ ერთ ამხანაგურში, ლურჯ-ყვითლებმა კიევში ანატოლი ტიმოშუკის 92-ე წუთზე გატანილი გოლით 2:1 იმარჯვეს. 


კიდევ ერთი და ამ დრომდე ბოლო ამხანაგური შეხვედრა 2015 წელს ავსტრიაში გაიმართა - კახაბერ ცხადაძის გუნდი 2:1 დამარცხდა. არტემ კრავეცისა და ევგენი კონოპლიანკას გოლებს ჩვენგან მათე ვაწაძემ უპასუხა. 


2006 წლის მუნდიალის შესარჩევი


2006 წლის მუნდიალის შესარჩევი ციკლის ფარგლებში საქართველო მეორე ქვეჯგუფში ყაზახეთთან, ალბანეთთან, საბერძნეთთან, დანიასთან, თურქეთთან და უკრაინასთან მოხვდა - ამ უკანასკნელმა ცხრილში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ჩვენ მხოლოდ ყაზახებს ვაჯობეთ. ლვივში 2:0 დავმარცხდით, ხოლო თბილისში გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა - რუსლან როტანის გოლს, გიორგი გახოკიძემ 89-ე წუთზე გატანილი ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით უპასუხა.



ევრო 2008-ის შესარჩევი 


კიდევ ერთი შესარჩევი - საქართველო და უკრაინა კვლავ ერთად, ამჯერად იტალიასთან, საფრანგეთთან, შოტლანდიასთან, ლიტვასთან და ფერერის კუნძულებთან. არ გაგიკვირდებათ თუ გეტყით, რომ B ჯგუფი არცერთი ნაკრებისთვის აღმოჩნდა წარმატებული - უკრაინამ მეოთხე ადგილი დაიკავა, საქართველომ მეექვსე. კიევის ოლიმპიურ სტადიონზე ლურჯ-ყვითლებმა 3:2 იმარჯვეს - ანგარიში ანდრეი შევჩენკომ გახსნა, შოთა არველაძემ და გიორგი დემეტრაძემ მატჩი შემოატრიალეს, უკრაინელთა მხრიდან გამათანაბრებელი და მომგები გოლები კი რუსლან როტანმა და ანდრეი რუსოლმა გაიტანეს. 


მიუხედავად იმისა, რომ განმეორებით მატჩამდე უკრაინელებს “ვაიმდე დედა შევჩენკო” დავახვედრეთ, დინამო არენაზე გამართულ მატჩში გამარჯვება მაინც ვერ მოვახერხეთ. ოლეგ შელაიევის სწრაფ გოლს დავით სირაძის გვიანი გოლი მოჰყვა - კვლავ 1:1.



ერთა ლიგა 2024/25


ამ დრომდე ჩვენი ბოლო საფეხბურთო დაპირისპირებები 2024 წელს, ერთა ლიგის ეგიდით შედგა - B ლიგის პირველ ჯგუფში საქართველოს, უკრაინის, ჩეხეთისა და ალბანეთის ნაკრებები მოხვდნენ. ჩვენების კარგი სტარტის მიუხედავად, მესამე ტურში უკრაინასთან მაინც დავმარცხდით - პოზნანში გამართულ მატჩში უკრაინელებმა მიხაილო მუდრიკის ერთადერთი გოლით იმარჯვეს. 


განმეორებითი მატჩი ბათუმში გაიმართა და ტრადიციულად 1:1 დასრულდა. ანგარიში უკრაინელებმა მატჩის სტარტზე გახსნეს - ბურთი საკუთარ კარში სოლომონ კვირკველიამ ჩაჭრა. ქართველების შეტევებს ლოგიკური დასასრული 76-ე წუთზე მოჰყვა - ტრუბინის კარი გიორგი მიქაუტაძემ აიღო. მატჩის ბოლოს ძალიან რეალური შანსები უკრაინელებსაც შეექმნათ, თუმცა ნაკრები გიორგი მამარდაშვილმა იხსნა.



ერთა ლიგა 2026/27


წლევანდელი ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინას თბილისში ვეთამაშეთ - როგორც ჩვენს შორის საქართველოში გამართულ მატჩების უმრავლესობაში, შეხვედრა ფრედ დასრულდა, ამჯერად 0:0. 


უკრაინა თბილისურ მატჩში გადახალისებული შემადგენლობით გამოვიდა - აშკარა იყო, რომ ანდრია მალდერა თბილისში ფრეზეც თანახმა იყო. თუმცა სადებიუტო მატჩში ბოლომდე არც რამაზ სვანაძემ გარისკა. 



რატომ არის მნიშვნელოვანი მესამე ადგილზე გასვლა?


ჯგუფში მესამე ადგილის დასაკავებლად, რომელიც B ლიგაში დარჩენას უზრუნველყოფს, ხვალ კოშიცეში გამარჯვებაა საჭირო, სხვა შემთხვევაში ჩვენები ჯგუფს ბოლო ადგილზე დაასრულებენ, რაც გასავარდნ-დასარჩენი პლეი-ოფის თამაშს გულისხმობს.


საქართველოს ნაკრებს ეს პლეი-ოფი უკვე ნათამაშები აქვს - 2025 წელს ნაკრებმა გასავარდნ-დასარჩენ ორმატჩიან დაპირისპირებაში სომხეთი 9-1 დაამარცხა. 


შეგახსენებთ, უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 17 ნოემბერს, სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში, თბილისის დროით 23:45-ზე გაიმართება.


ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

,,საბასთან ჭიდაობა შემომთავაზეს" - ლაზიშვილის სავარაუდო მეტოქე გაირკვა

•ქართული

ქართული

,,საბასთან ჭიდაობა შემომთავაზეს" - ლაზიშვილის სავარაუდო მეტოქე გაირკვა
•ქართული

ქართული

ბრძოლა B ლიგაში დასარჩენად - უკრაინა v საქართველო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბრძოლა B ლიგაში დასარჩენად - უკრაინა v საქართველო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ყველაფერი გავიღე, რაც შემეძლო" - ლუკაკუმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ყველაფერი გავიღე, რაც შემეძლო" - ლუკაკუმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ღალატით დაწყებული ურთიერთობა? - იკარდისა და ვანდას სამართლებრივი სკანდალი

•ფეხბურთი

ჯანსაღი ცხოვრება

ღალატით დაწყებული ურთიერთობა? - იკარდისა და ვანდას სამართლებრივი სკანდალი
•ფეხბურთი

ჯანსაღი ცხოვრება

News image

28 წთ წინ

,,საბასთან ჭიდაობა შემომთავაზეს" - ლაზიშვილის სავარაუდო მეტოქე გაირკვა

News image

24 წთ წინ

ბრძოლა B ლიგაში დასარჩენად - უკრაინა v საქართველო

News image

2 წთ წინ

,,ყველაფერი გავიღე, რაც შემეძლო" - ლუკაკუმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

News image

1 წუთზე ნაკლები ხნის წინ

ღალატით დაწყებული ურთიერთობა? - იკარდისა და ვანდას სამართლებრივი სკანდალი

კომენტარები

ლინკის დაკოპირება