ესპანეთის ლა ლიგაში სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე, მე-11 ადგილზე მყოფ რაიო ვალეკანოსა და მე-18 ადგილზე მყოფ დეპორტივო ალავესს ერთმანეთთან მხოლოდ 5 ქულა აშორებთ.
რამდენიმე დიდი გუნდი გავარდნის საფრთხის წინაშე დგას - სევილია მე-17 ადგილზეა, ხოლო ვალენსია მე-14-ზე.
11. რაიო ვალეკანო - 38 ქულა
12. ესპანიოლი - 38 ქულა
13. ჟირონა - 38 ქულა
14. ვალენსია - 36 ქულა
15. მალიორკა - 35 ქულა
16. ელჩე - 35 ქულა
17. სევილია - 34 ქულა
18. ალავესი - 33 ქულა
19. ლევანტე - 32 ქულა
20. რეალ ოვიედო - 28 ქულა
ლა ლიგის წლევანდელი სეზონი 24 მაისს დასრულდება.