პორტუგალიაში გამართულ ტრიატლის, ბიატლისა და ლაზერული სირბილის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვახტანგ კანკიამ ტრიუმფალურად იასპარეზა.
ინდივიდუალურ კატეგორიაში 4×400 მეტრზე სირბილი 4 სასროლი სერიით და ღია წყალში 200 მეტრზე გაცურვა კომბინირებულად შეასრულა, 12 წუთი და 28.40 წამი დააფიქსირა, რაც ვაჟებს შორის საუკეთესო შედეგი იყო.
შედეგად, კანკიამ ოქროს მედალი მოიგო და მსოფლიო ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა.
მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვახტანგისთვის ეს მეორე მედალია - ბიატლის ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
რა სინჯის მედალი მოიგო კანკიამ მსოფლიო ჩემპიონატზე?