ბრუნო ფერნანდეშმა პრემიერ ლიგის განვითარებაში კევინ დე ბრუინის წვლილი შეაფასა.
„დე ბრუინმა პრემიერ ლიგა უკეთესი გახადა. ის, რომ სიტი იქ არის, სადაც არის, მანჩესტერ იუნაიტედმა კი ამავე პერიოდში ბევრი ტიტული ვერ მოიგო - კევინის დამსახურებაა, ის ქებას იმსახურებდა. მან ფანტასტიკურ შედეგებს მიაღწია. თანაც, პრემიერ ლიგაში 10 წლის გატარება - ძალიან ბევრია.
მათ დაშორება გადაწყვიტეს. არ ვიცი, ვისი გადაწყვეტილება იყო ეს, მაგრამ კევინი დღემდე მსოფლიო დონის ფეხბურთელად რჩება და მისი ასე ახლოდან ყურება ერთი სიამოვნება იყო.
მის წინააღმდეგ თამაში დიდი პატივი იყო. ის მხოლოდ სიტის კი არა, პრემიერ ლიგის ისტორიის ნაწილია." - აღნიშნა ბრუნომ მანჩესტერული დერბის შემდეგ, რომელიც ფრედ 0:0 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალურად დადასტურდა, რომ სეზონის ბოლოს დე ბრუინი სიტის დატოვებს.