მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ნაკრები 18 ნოემბერს, სოფიაში, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაცია 30 ოქტომბერს, BILETEBI.GE-ზე 12:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 65 ლარია და ერთ მომხმარებელს მაქსიმუმი ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.
ბილეთების შეძენისას თითოეული ბილეთის მფლობელზე სავალდებულოა შემდეგი ინფორმაციის მითითება:
სახელი და გვარი ლათინური სიმბოლოებით, პასპორტის ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი.
აუცილებელია, რომ ბილეთის შეძენისას მითითებული ინფორმაცია სრულად შეესაბამებოდეს ბილეთის მფლობელის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის მონაცემებს.
შეძენილ ბილეთებს მიიღებთ BILETEBI.GE-ზე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, მატჩამდე ორი დღით ადრე. სტადიონზე შესვლისას აუცილებელია წარადგინოთ ფიზიკური ან ონლაინ ბილეთი და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი. - ინფორმაციას ეროვნული ნაკრების გვერდი ავრცელებს.