VIDEO: პირველი სასტარტო და საგოლე მოქმედება - გაგნიძის გამორჩეული მატჩი გრანადაში
13 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლუკა გაგნიძის გრანადამ, ესპანეთის სამეფო თასის 1/64 ფინალურ ეტაპზე, როდა სტუმრად 5:1 გაანადგურა და შემდეგ რაუნდში გავიდა.
ქართველი ნახევარმცველი გრანადელთა ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.
41-ე წუთზე, როცა გრანადა ჯერ მხოლოდ 1:0-ს იგებდა, გაგნიძემ მარცხენა ფლანგიდან გადაცემა გაუკეთა თანაგუნდელ სერხიო როდელასს, რომელმაც ანგარიშში სხვაობა 2 ბურთამდე გაზარდა.
გაგნიძემ, რომელსაც აქამდე გუნდის მაისურით 5-ვე შეხვედრა შეცვლებზე ჰქონდა ნათამაშები, მოედანზე 90 წუთი გაატარა.
გრანადას მომდევნო მეტოქე წილისყრის შედეგად გაირკვევა.