VIDEO: რეალი დაამარცხეს - ბოლდუინის ბაიერნმა ევროლიგაზე მე-3 მატჩი მოიგო
6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
კამარ ბოლდუინის ბაიერნმა, ევროლიგის მე-7 ტურში, მადრიდის რეალს 6-ქულიანი სხვაობით (90:84) მოუგო და ტურნირზე მე-3 გამარჯვება იზეიმა.
ნატურალიზებულმა ქართველმა კალათბურთელმა 20:50 წუთი ითამაშა, რა დროშიც 10 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
3 მოგებითა და 4 წაგებით, მიუნხენელები ევროლიგის 20-გუნდიან ცხრილში მე-16 ადგილს იკავებენ. 30 ოქტომბერს ვირტუს ბოლონიას უმასპინძლებენ, შემდეგ კი გერმანიის ჩემპიონატში ჰაიდელბერგთან ასევე სახლში ითამაშებენ.