VIDEO: რთული გამარჯვება - შენგელიას ბარსამ ევროლიგაზე მილანოს მოუგო
6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
თორნიკე შენგელიას ბარსელონამ, ევროლიგის მე-7 ტურში, ოლიმპია მილანოს წინააღმდეგ, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. კატალონიელებმა იტალიელები 2-ქულიანი სხვაობით დაამარცხეს - 74:72.
შენგელიამ პარკეტზე 28:37 წუთი გაატარა და საკუთარ გუნდს 11 ქულითა და 5 მოხსნით დაეხმარა. 7 ტურის სტატისტიკით, თოკო თამაშში საშუალოდ 12.57 ქულას აგტოვებს.
ბარსელონას 4 მოგება და 3 წაგება აქვს - ევროლიგის ცხრილის მე-8 ადგილზეა. მომდევნო მატჩს 31 ოქტომბერს, სტუმრად პარტიზანის წინააღმდეგ ჩაატარებენ.