ჯანლუიჯი ბუფონმა იუვენტუსის მთავარ მწვრთნელად ლუჩიანო სპალეტის დანიშვნა შეაფასა.
„სპალეტი იუვენტუსისთვის საუკეთესო არჩევანია. ალეგრიმ თავის მემკვიდრეებთან შედარებით მეტი ნდობა დაიმსახურა გამოცდილებით. 10 წლის წარმატების შემდეგ, იუვე ახლა თავიდან შენების პროცესშია.
სამწუხაროა, რადგან სპალეტი იდეალური იქნებოდა სეზონის დასაწყისიდან, წინასეზონო მომზადებითა და საკუთარი მოთამაშეების შერჩევით, იუვე ბოლომდე იბრძოლებდა.“
ბუფონმა სპალეტის იტალიის ნაკრებში მუშაობაც შეაფასა.
„ნამდვილი წარუმატებლობა მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე იყო. მანამდე გუნდი კარგად რეაგირებდა, უკრაინის წინააღმდეგაც კი. მან იცის, რომ რაღაც არასწორად განვითარდა.“ - განაცხადა ლეგენდარულმა მეკარემ.
ლუჩიანი სპალეტიმ იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის პოსტზე იგორ ტუდორი ჩაანაცვლა და კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.