მარკო ვერატიმ იტალიის ნაკრების მიერ ზედიზედ ორი მუნდიალის გამოტოვებაზე ისაუბრა.
„ორი მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვების შემდეგ, მესამეზე ვერ მოხვედრა მართლა მეტისმეტი იქნება. მთელმა თაობებმა ჩაიარა ამ ტურნირზე მონაწილეობის გარეშე. მაგალითად, ჩემს შვილებს იტალია მსოფლიო ჩემპიონატზე ჯერაც არ უნახავს.
რთული იქნება, რადგან მაშინაც კი, როცა კვალიფიკაცია ვერ გავიარეთ, ამას დაუჯერებელი მოვლენები ახლდა თან.
მაშინვე ვფიქრობდით: "რანაირად? როგორ არის ეს შესაძლებელი? წაუგებელი მატჩების მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, მაგრამ მაინც მუნდიალის მიღმა დავრჩით." - აღნიშნა ვერატიმ.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელად იტალიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 2014 წელს ითამაშა, როცა ინგლისთან, კოსტა რიკასთან და ურუგვაისთან ჯგუფში ჩარჩა.