იტალიის ეროვნული გუნდის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჯანლუიჯი ბუფონმა დაადასტურა, რომ ჯენარო გატუზო ნაკრების ახალი მწვრთნელი იქნება.
"ჩვენ ვიმუშავეთ და საბოლოო დეტალებს ველოდებით. პრეზიდენტსა და მთელ ფედერაციას ინტენსიური დღეები ჰქონდათ. საბოლოო ჯამში კი ჩვენ საუკეთესო შესაძლო არჩევანი გავაკეთეთ." - განაცხადა ბუფონმა Rai-სთან.
ჯენარო გატუზო სკუადრა აძურას მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ლუჩიანო სპალეტის შეცვლის, რომელიც ივნისის სანაკრებო პაუზის დროს გაათავისუფლეს.
გატუზომ იტალიის ნაკრებში 2000-2010 წლებში 73 მატჩი ჩაატარა და 2006 წელს გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ჯენაროს სამწვრთნელო კარიერა კი 2013 წლიდან მოყოლებული შემდეგ გუნდებს მოიცავს - სიონი, პალერმო, ოფი, პიზა, მილანი, ნაპოლი, ვალენსია, მარსელი და ჰაიდუკი.
იტალიელი სპეციალისტი შეეცდება ზედიზედ 2 მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვების შემდეგ, ნაკრები 2026 წლის მუნდიალზე გაიყვანოს.