ჯენარო გატუზომ იტალიის ნაკრები ოფიციალურად ჩაიბარა.
ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.
47 წლის სპეციალისტმა ამ თანამდებობაზე ლუჩანო სპალეტი შეცვალა, რომელიც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გატუზოს სამწვრთნელო შტაბში შევლენ ლეონარდო ბონუჩი და ანდრეა ბარძალი. გარკვეულ თანამდებობებს დაიკავებენ ასევე ჯანლუკა ძამბროტა და სიმონე პეროტა.
შეგახსენებთ, რომ გატუზომ რამდენიმე კვირის წინ ხორვატული ჰაიდუკის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ასევე მილანის ექს-ფეხბურთელს ნამუშევარი აქვს მილანში, ნაპოლიში, ვალენსიაში, მარსელში, პალერმოში, პიზასა და სიონში.