ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ჩავი სიმონსი ტოტენჰემში: იმედგაცრუება თუ გადარჩენის შანსი?
ფეხბურთიფეხბურთი

ჩავი სიმონსი ტოტენჰემში: იმედგაცრუება თუ გადარჩენის შანსი?

25 მარ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ზაფხულში ლაიფციგიდან ტოტენჰემში გადასვლის შემდეგ, ჩავი სიმონსი კრიტიკის ქარცეცხლში არაერთხელ მოხვდა. ბევრს მიაჩნია, რომ მან 50 მილიონი ფუნტი ვერ გაამართლა, ნიდერლანდელს კი ბრალს იმაშიც სდებენ, რომ ტოტენჰემი ამჟამად პრემიერ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.


ლონდონელების ტრავმების კრიზისი ყველასთვის ცნობილია და კლუბი გარკვეულ თანაგრძნობას იმსახურებს იმ შეტევითი პოტენციალის დაკარგვის გამო, რამაც დიდწილად განაპირობა მათი დღევანდელი მდგომარეობა. ჯეიმს მედისონს და დეიან კულუშევსკის, რომლებიც გასულ სეზონში ტოტენჰემის მთავარი შემოქმედები იყვნენ, 2025/26 წლების სეზონში ჯერ არ უთამაშიათ. მათ გარეშე გუნდს აკლია ფეხბურთელები, რომლებსაც მეტოქის დაცვის გარღვევა შეუძლიათ, ჩავი სიმონსი კი ტრავმირებული ლიდერების ერთადერთ შემცვლელად იქცა.

თუმცა, იგორ ტუდორის ხანმოკლე მწვრთნელობის პერიოდში, სიმონსს ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება გაუჭირდა. ნოტინგემ ფორესტთან ბოლო მარცხისას, ის მოედანზე მხოლოდ მაშინ გამოვიდა, როცა ტოტენჰემი უკვე 0-2-ს აგებდა. მიუხედავად ამისა, როდესაც ტუდორის გუნდს ფორესტისნაირი ჩაკეტილი დაცვის გარღვევა უჭირს, სიმონსმა დაამტკიცა, რომ მას იმ საჭირო ნაპერწკლის გაჩენა შეუძლია, რაც გუნდს ასე აკლია.

სიმონსმა პრემიერ ლიგაში 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. მართალია, ეს ციფრი შთამბეჭდავი არ არის, მაგრამ ტოტენჰემის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელია. ის ასევე ლიდერია შექმნილი რეალური საგოლე შანსებით, ხოლო საერთო ჯამში შექმნილი მომენტებით მხოლოდ პედრო პოროს ჩამორჩება. ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი 3 გოლით კი ის გუნდის მეორე ბომბარდირია. თამასა დაბალია, მაგრამ სიმონსი მას მაინც სწვდება.

მთავარი კითხვები მის ფიზიკურ მომზადებას ეხება, თუმცა პრემიერ ლიგის არაერთ ლეგენდას ჰქონდა მსგავსი პრობლემა სადებიუტო სეზონში. ედენ აზარი, ლუკა მოდრიჩი, დავიდ სილვა და დენის ბერგკამპი, ყველა მათგანს მეტ-ნაკლებად გაუჭირდა ინგლისურ ფიზიკურ ფეხბურთთან ადაპტაცია. სიმონსის საუკეთესო მატჩები ევროტურნირებზე მოდის, რაც ატლეტიკო მადრიდთან შეხვედრამაც დაადასტურა. წინა მაგალითები გვაჩვენებს, რომ დროთა განმავლობაში ეს ფორმა შიდა ჩემპიონატზეც აისახება.

22 წლის ასაკში სიმონსი ჯერ კიდევ შორს არის პიკისგან. ტოტენჰემს ადრეც დაუდია ფსონი პერსპექტიულ მოთამაშეებზე და წარმატებისთვისაც მიუღწევია, დელე ალი და გარეთ ბეილი ამის მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. პარალელურად, ისეთი ნიჭიერი თანაგუნდელები, როგორებიც არჩი გრეი და ლუკას ბერგვალი არიან, გუნდს ზრდაში დაეხმარებიან.

სიმონსს ამჟამად განიხილავენ როგორც "ფუფუნების საგანს" გუნდში, რომელსაც ახლა მსგავსი მოთამაშის მხარდაჭერა არ შეუძლია. ტრავმებისა და სამწვრთნელო არასტაბილურობის გარეშე, მას მომავალ სეზონში გაცილებით მყარი პლატფორმა ექნება. რა თქმა უნდა, თუ ის ისევ ტოტენჰემში დარჩება, რადგან თავად ფეხბურთელს ბარსელონაში დაბრუნება სურს.

ტოტენჰემის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სეზონის ფინიშზე მისი როლი კიდევ უფრო გაიზრდება. ლონდონური კლუბი უმაღლესი დივიზიონიდან 1977 წლის შემდეგ არ გავარდნილა და თუ სიმონსს მთავარ შემოქმედად მიიჩნევენ, გადარჩენაზე პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი სწორედ მას დაეკისრება. ვარდნას კი კლუბისთვის კატასტროფული ფინანსური შედეგები მოჰყვება.

ინვესტიციის უკუგება მყისიერი არ ყოფილა, მაგრამ თუ ჩავი სიმონსი ტოტენჰემს პრემიერ ლიგაში დარჩენაში დაეხმარება, მის სანაცვლოდ გადახდილი 50 მილიონი ფუნტი ნამდვილად გამართლებული იქნება.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ტოტენჰემი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

News image

6 სთ წინ

5 ტოპ ცენტრალური მცველი, რომლებიც ამ ზაფხულს კლუბს შეიცვლიან

News image

24 მარ, 2026

ორი ფავორიტი გამოიკვეთა — ვინ გახდება ტოტენჰემის ახალი მწვრთნელი?

News image

23 მარ, 2026

ტრაგედია იგორ ტუდორის ოჯახში — ტოტენჰემის მწვრთნელის მამა გარდაიცვალა

News image

27 მარ, 2026

ბრძოლა გადარჩენისთვის - ტოტენჰემი შონ დაიჩის დანიშვნას განიხილავს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება

5 ტოპ ცენტრალური მცველი, რომლებიც ამ ზაფხულს კლუბს შეიცვლიან

•ფეხბურთი

ფეხბურთი

5 ტოპ ცენტრალური მცველი, რომლებიც ამ ზაფხულს კლუბს შეიცვლიან
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ორი ფავორიტი გამოიკვეთა — ვინ გახდება ტოტენჰემის ახალი მწვრთნელი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ორი ფავორიტი გამოიკვეთა — ვინ გახდება ტოტენჰემის ახალი მწვრთნელი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტრაგედია იგორ ტუდორის ოჯახში — ტოტენჰემის მწვრთნელის მამა გარდაიცვალა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტრაგედია იგორ ტუდორის ოჯახში — ტოტენჰემის მწვრთნელის მამა გარდაიცვალა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბრძოლა გადარჩენისთვის - ტოტენჰემი შონ დაიჩის დანიშვნას განიხილავს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბრძოლა გადარჩენისთვის - ტოტენჰემი შონ დაიჩის დანიშვნას განიხილავს
•ფეხბურთი

ფეხბურთი