The Athletic-ის ავტორიტეტული ინსაიდერის, დევიდ ორშტეინის ინფორმაციით, ენცო მარესკამ ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში აცნობა ჩელსის ხელმძღვანელობას, რომ მომავალში მან სიტის მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავებასთან დაკავშირებით აწარმოებდა მოლაპარაკებებს და შემდეგ, მსგავსი რამ დეკემბერშიც გაიმეორა.
ორშტეინის ცნობით, მარესკას კონტრაქტი ავალდებულებდა კლუბის ინფორმირებას სხვა კლუბებთან მსგავსი მოლაპარაკებების შემთხვევაში, რაც მან ფორმალურად შეასრულა კიდეც. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა ფაქტმა ჩელსიში უკმაყოფილება გამოიწვია და ურთიერთობა მხარეებს შორის უფრო დაიძაბა.
შედეგად, 2026 წლის პირველივე დღეს, ჩელსიმ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ენცო მარესკასთან თანამშრომლობა დაუყოვნებლივ დასრულებულიყო. კლუბში მიიჩნიეს, რომ არსებული სიტუაცია გუნდზე ნეგატიურად აისახებოდა.
ამ ეტაპზე მარესკას შესაძლო გადასვლა მანჩესტერ სიტიში მხოლოდ თეორიულად განიხილება, თუმცა ფაქტია, რომ ჩელსიმ მისი დაუყონებლივ გაშვება და ახალი მწვრთნელის მოყვანა გადაწყვიტა.
რამდენიმე კვირის წინ, იმავე ორშტეინმა დაწერა, რომ მომავალ ზაფხულს, მან სიტიდან პეპ გვარდიოლას წასვლის შემთხვევაში, ქალაქელებისთვის პრიორიტეტული სამიზნე სწორედ იტალიელი მწვრთნელი იქნება.