VIDEO: სიტის 6-მატჩიანი მოგებათა სერია შავმა კატებმა შეწყვიტეს - არსენალთან ჩამორჩენა გაიზარდა
6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
მანჩესტერ სიტის პრემიერ ლიგაში 6-მატჩიანი მოგებათა სერია სანდერლენდმა შეაწყვეტინა, რაც ლიდერებს შორის ქულათა სხვაობის გაზრდის განმაპირობებელი გახდა.
სანდერლენდში, სთედიუმ ოვ ლაითზე, ქალაქელებმა არაერთი მომენტი შექმნეს, თუმცა შავი კატების კარი ვერაფრით აიღეს და ნულოვან ფრეს დასჯერდნენ.
გუარდიოლას გუნდს 22 ნოემბრის შემდეგ, ჩემპიონატში ყველა, 6-ვე შეხვედრა ჰქონდა მოგებული, რისი წყალობით, ლიდერ არსენალს 2 ქულამდე მიუახლოვდა, ახლა კი სხვაობა ისევ გაიზარდა.
ლონდონელებს, რომლებმაც ამ ტურში ასტონ ვილას 11-თამაშიანი მოგებათა სერია დაუსრულეს და 4:1 გაანადგურეს, 45 ქულა აქვთ, რაც მანჩესტერელთა მონაგარზე 4 ქულით მეტია.
3 იანვრის საღამოს, მიკელ არტეტას გუნდი მე-15 ადგილოსან და 26 ოქტომბრის შემდეგ მოუგებელ (5 ფრე და 5 წაგება) ბორნმუთს ესტუმრება, ხოლო პეპ გუარდიოლას ბიჭები, 4 იანვარს, ენცო მარესკას გარეშე დარჩენილ ჩელსის ეტიჰადზე დაუხვდებიან.