კონფერენს ლიგის ფინალში ლონდონის ჩელსიმ ესპანური გუნდების ფინალში 24-წლიან დაუმარცხებლობას წერტილი დაუსვა.
უკანასკნელად ესპანურ გუნდს არაესპანელ მეტოქესთან ევროტურნირის ფინალი შორეულ 2001 წელს ჰქონდა წაგებული, როცა ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩში ვალენსია მიუნხენის ბაიერნთან პენალტების სერიაში დამარცხდა.
მას შემდეგ, ესპანურმა გუნდებმა ზედიზედ 23 ფინალის მოგება შეძლეს და ეს სერია მხოლოდ დღეს, კონფერენს ლიგის გადამწყვეტ მატჩში შეწყდა.
ჩელსიმ ბეტისი დამაჯერებლად 4:1 დაამარცხა და 24 წლის შემდეგ პირველი არაესპანური გუნდი გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ესპანური მეტოქის დამარცხება შეძლო.