კონფერენს ლიგის ფინალში ჩელსიმ ბეტისი გაანადგურა და ტიტული მოიგო!
გადამწყვეტი მატჩი პოლონეთში გაიმართა და ლონდონური გუნდის გამარჯვებით 4:1 დასრულდა.
პირველი ტაიმი ბეტისმა დამაჯერებლად მოიგო - ისკოს პასით აბდე ეზალზულიმ მანუელ პელეგრინის გუნდი დააწინაურა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა.
თუმცა, შესვენების შემდეგ სულ სხვანაირი ჩელსი გამოვიდა მოედანზე და მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა - გოლები ენცო ფერნანდესმა, ნიკოლას ჯექსონმა, ჯეიდონ სანჩომ და მოიზეს კაისედომ გაიტანეს. ორი საგოლე პასით თავი კოულ პალმერმა გამოიჩინა.
ამრიგად, ჩელსიმ 2022 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიგო და ისტორიაში პირველი კლუბი გახდა, რომელსაც უეფას უკლებლივ ყველა ტიტული აქვს მოგებული - ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, თასების მფლობელთა თასი, ევროპის სუპერთასი და ახლა უკვე კონფერენც ლიგაც.
ჩელსიმ ფინალურ მატჩებში 24-წლიან ესპანურ დომინაციას წერტილი დაუსვა