ლონდონის ჩელსი ისტორიაში პირველი კლუბი გახდა, რომელსაც უეფას ყველა ევროტურნირი აქვს მოგებული.
აქამდე, უეფას 5-დან 4 ტურნირი შემდეგ გუნდებს ჰქონდათ მოგებული: ჩელსის, იუვენტუსს, აიაქსს, ბაიერნს და მანჩესტერ იუნაიტედს. საუბარია ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპა ლიგაზე, უეფას სუპერთასზე, თასების მფლობელთა თასსა და კონფერენს ლიგაზე.
ბეტისთან დღევანდელი გამარჯვებით ჩელსი ისტორიაში პირველი კლუბი გახდა, რომელსაც უეფას 5-დან 5-ვე ტურნირი აქვს მოგებული.
ჩემპიონთა ლიგა ჩელსიმ 2012 და 2021 წლებში მოიგო, ევროპა ლიგა 2013-ში, უეფას სუპერთასი 1998 და 2021-ში, თასების მფლობელთა თასი 1971 და 1998 წლებში, კონფერენს ლიგა კი წელს, 2025-ში.