დღეს, კონფერენს ლიგის ფინალში ჩელსი შეეცდება გახდეს პირველი კლუბი ისტორიაში, რომელსაც უეფას სამივე ევროტურნირი ექნება მოგებული.
ბეტისი - ჩელსი, 23:00, პოლონეთი, ვროცლავი
ბეტისისთვის დღევანდელი ფინალი - უდიდესი მოვლენაა. სევილიური კლუბი ევროთასის ფინალში პირველად ითამაშებს. გამოცდილი მანუელ პელეგრინის ხელმძღვანელობით გუნდმა ფიორენტინასთან დრამატული ნახევარფინალი ითამაშა და გადამწვეტ მატჩში გასასვლელად ბეტისს ანტონის გმირობები დასჭირდა.
ზოგადად, გაცოცხლებული ისკო და ანტონი განახლებული ბეტისის სიმბოლოებად იქცნენ, რომელიც შემტევ, მაგრამ ამავდროულად დაბალანსებულ ფეხბურთს თამაშობს.
ლა ლიგაში პრესტიჟულ მე-6 ადგილზე გასვლის მიუხედავად, ბეტისისთვის სეზონის ბოლო ცოტა არეული გამოვიდა და გუნდმა ბოლო 4 მატჩიდან ვერცერთი ვერ მოიგო. თუმცა, სევილიელთა აქცენტი აშკარა იყო, გუნდს ევროპა ლიგის საგზური განაღდებული ჰქონდა და სრული კონცენტრაცია კონფერენც ლიგის ფინალზე და შესაძლო პირველ ტიტულზე ჰქონდა გადატანილი.
არ უნდა დავივიწყოთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: 2001 წლის შემდეგ, ესპანურ გუნდს ევროტურნირებზე ფინალი არაესპანურ მეტოქესთან არ წაუგია - უკანასკნელი იყო ვალენსია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბაიერნთან პენალტების სერიაში დამარცხდა. მას შემდეგ, ესპანელებს ზედიზედ 23 ფინალი აქვთ მოგებული, ამ ტრადიციის გაგრძელებას დღეს ბეტისიც ნამდვილად ეცდება.
ჩელსისთვის ეს ისტორიაში ევროთასებზე მე-13 ფინალი იქნება (8 მოგება წინა 12 ფინალში) და იდეალური შესაძლებლობა რომ გახდეს პირველი კლუბი, რომელიც უეფას ხუთივე მთავარ ტურნირს მოიგებს - ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და ევროპის სუპერთასის ჩათვლით.
ენცო მარესკამ პრემიერ ლიგაში მე-4 ადგილი დაიკავა და მომდევნო სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.
კონფერენს ლიგის ფინალამდე გზა ჩელსიმ ფაქტობრივად სირთულეების გარეშე გაიარა. პლეიოფში ლონდონელებმა ჯერ კოპენჰაგენის ბარიერი გადალახეს, შემდეგ ლეგიასი, ბოლოს კი იურგოდენის.
სავარაუდო შემადგენლობები:
ბეტისი: ადრიანი, სობოლი, ბარტრა, ნათანი, რიკარდო როდრიგესი, კარდოსო, ფორნალსი, ანტონი, ისკო, ეზალზული, ბაკამბუ
ჩელსი: იორგენსენი, ჯეიმსი, ადარაბიო, ბადიაშილი, კუკურელია, კაისედო, დიუსბერი-ჰოლი, მადუეკე, პალმერი, სანჩო, ჯექსონი.