"ჩემი მიზანია, ის დავანოკაუტო" - დვალიშვილისა და სენდჰეგენის საცერემონიო აწონვა
17 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის დაცვას კორი სენდჰეგენთან შეეცდება. ბრძოლისთვის ყველაფერი მზადაა - მებრძოლებმა წონები ჩააბარეს და საცერემონიო პროცედურაც შედგა.
წონა პირველმა სანდჰეგენმა ჩააბარა და ზუსტად 61 კგ. დააფიქსირა, მერაბი, როგორც აღმოჩნდა, მასზე 200 გრამზე ოდნავ მეტით მძიმეა - 61.23 კგ.
"უბრალოდ, მზად ვარ! ჩემი მიზანია, ის დავანოკაუტო, თუმცა, ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვარ. ხვალ მე ვიგებ", - განაცხადა დვალიშვილმა.
ქართველ მანქანას კარიერაში ჩატარებული 24 ბრძოლიდან 20 აქვს მოგებული, სენდჰეგენის აქტივში კი 23 ბრძოლაში მოპოვებული 18 გამარჯვებაა.
მაგომედ ანკალაევისა და ალექს პერეირას ჩხუბის ფონზე, დვალიშვილი-სენდჰეგენის ბრძოლა UFC 320-ის თანამთავარი მოვლენა იქნება. ქართველი და ამერიკელი ოქტაგონზე 5 ოქტომბრის გამთენიის 06:00 საათიდან გამოვლენ.