ამერიკული გამოცემა MIDDLE EASY დვალიშვილი-სენდჰეგენის ბრძოლის შესახებ სტატიას აქვეყნებს და გამარჯვებულზე პროგნოზსაც აკეთებს.
"მერაბ დვალიშვილი ჩემპიონის ტიტულს კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ იცავს. ქართველი მებრძოლი ცნობილია დაუნდობელი ზეწოლითა და თანმიმდევრული თეიქდაუნებით, რაც ბრძოლის მსვლელობისას მოწინააღმდეგეებს ძალიან ამძიმებს. სენდჰეგენი გამოირჩევა მრავალმხრივი დარტყმის სტილით, არაორდინალური კუთხეებითა და სწრაფი კომბინაციებით, რაც ადრეულ ეტაპზე მეტოქისთვის დაზიანების მიყენების საშუალებას იძლევა.
მთავარი ბრძოლა გამძლეობასა და კონტროლს შორის იქნება. შესაძლოა, სენდჰაგენს კონტრშეტევების კარგი მცდელობები ჰქონდეს, თუმცა დვალიშვილის დაუნდობელი სისწრაფე და ბრძოლის ქვედა საფარზე წარმართვის უნარი მის შეჩერებას ართულებს. ველით, რომ სანდჰაგენი რაუნდების მსვლელობისას სირთულეებს წააწყდება, დვალიშვილი კი ზეწოლას შეინარჩუნებს და თანდათან მატჩის სადავეებს საკუთარ მხარეს გადაქაჩავს.
პროგნოზი ასეთია: დვალიშვილი მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგებს ისე, რომ ამას ბოლო რაუნდების დომინაცია განაპირობებს", - აღნიშნულია MIDDLE EASY-ის პრევიუში.