ჯანლუიჯი დონარუმამ გავრცელებული ჭორები უარყო.
იტალიურ პრესაში იწერებოდა, რომ პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, დონარუმას პარიზული კლუბის დატოვება და ახალი გამოწვევები სურს. მითუმეტეს, მისი კონტრაქტი მომავალ ზაფხულს იწურება.
თუმცა, თავად იტალიელი გოლკიპერის თქმით, მისი პრიორიტეტი პსჟ-ში დარჩენაა:
„ჩემი პრიორიტეტი პსჟ-ში დარჩენა და ახალი კონტრაქტის გაფორმებაა.
არამგონია, რაიმე პრობლემა შეიქმნას ამ კუთხით." - ციტირებს დონარუმას სიტყვებს ფაბრიციო რომანო.