ალან სენ-მაქსიმინმა მექსიკური კლუბი კლუბ ამერიკა დატოვა. მიზეზი მექსიკაში მისი შვილების მიმართ რასიზმი გახდა.
კლუბ ამერიკამ სენ-მაქსიმინი აგვისტოში დაახლოებით 10 მილიონ ევროდ გაიფორმა. ფრანგმა ფეხბურთელმა მხოლოდ 15 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
„მე რომ მიტევენ. ეს პრობლემა არ არის, ასე გავიზარდე… მაგრამ არის ერთი რამ, რასაც არასოდეს მოვითმენ, ეს ჩემს შვილებზე თავდასხმაა!" - განაცხადა სენ-მაქსიმინმა.
„სენ-მაქსიმინის შვილები, სამწუხაროდ, რასიზმის მსხვერპლნი იყვნენ… და ეს არაერთხელ მოხდა.“ - დაადასტურა კლუბ ამერიკას მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ჟარდინმა.
"პრობლემა შენი კანის ფერი კი არ არის, არამედ შენი აზრების ფერია. მე რომ მიტევენ, ეს პრობლემა არ არის, მე ასე გავიზარდე. ვისწავლე შეტევებთან ბრძოლა, იქნება ეს ფარული თუ პირდაპირი. მაგრამ არის ერთი რამ, რასაც არასოდეს მოვითმენ, ჩემი შვილების სამიზნედ ქცევა.
ჩემი შვილების დაცვა ჩემი მთავარი პრიორიტეტია და მთელი ძალით ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ისინი პატივცემულნი და სიყვარულით გარშემორტყმულნი იყვნენ, მიუხედავად მათი წარმოშობისა თუ კანის ფერისა. სიძულვილსა და დისკრიმინაციას ჩვენს საზოგადოებაში ადგილი არ აქვს.
მინდა ადამიანებმა გაიგონ, რომ ყოველი ადამიანი უნიკალური და ძვირფასია და ჩვენ ერთმანეთს პატივისცემითა და ღირსებით უნდა მოვეპყროთ. მინდა, ჩემი შვილები გაიზარდონ ისეთ სამყაროში, სადაც შეძლებენ იყვნენ საკუთარი თავი და არ მოუწევთ შეჯახება აბსურდულ, უაზრო ქცევებთან, რომლებიც მხოლოდ განადგურებასა და დაყოფას ემსახურება.
და მათთვის, ვინც გაბედა ჩემს შვილებთან შეხება, ამას ვეუბნები: შეცდომა დაუშვით. მე ყოველთვის ვიბრძოლებ ჩემი შვილების დასაცავად და არ არსებობს ადამიანი ან მუქარა, რომელიც შემაშინებს. ამ დედამიწაზე ერთადერთი, ვინც მაშინებს, ღმერთია." - წერია ფრანგი ფეხბურთელის განცხადებაში.