El Chiringuito-ს ცნობით, სერხიო რამოსი მონტერეის დატოვებას 2025 წლის აპერტურას დასრულების შემდეგ აპირებს.
ესპანელი მცველი მექსიკის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ - არ აქვს მნიშვნელობა, როგორ დასრულდება პლეიოფები - აღარ გააგრძელებს მონტერეიში ასპარეზობას.
მიუხედავად იმისა, რომ 39 წლის რამოსი მექსიკურ გუნდს ტოვებს, ის კარიერის დასრულებას არ აპირებს და ახალი თავის დაწყებას სხვა კლუბში გეგმავს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ სად გაგრძელდება ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელის კარიერა.
სერხიო მექსიკურ კლუბს ამ წლის თებერვალში შეუერთდა, მისი ბოლო ევროპული კლუბი სევილია იყო, სადაც 2023-24 წლების სეზონში ითამაშა.