საფეხბურთო კლუბ სევილიას გაყიდვასთან დაკავშირებით ესპანურ პრესაში (COPE, AS) საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება.
ბოლო დღეებში სცენაზე მოულოდნელად გამოჩნდა სერხიო რამოსი და ძლიერი საინვესტიციო ჯგუფის ლიდერად იქცა, რომელიც კლუბის აქციების შესაძენად სერიოზულ შეთავაზებას ამზადებს.
ბოლო დროს ამერიკულ ფონდთან მოლაპარაკებები, როგორც ჩანს, მთლიანად ჩაიშალა; უფრო მეტიც, კლუბთან დაახლოებული წყაროები ამტკიცებენ, რომ მათ პროცესში რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხიეს. ამის შედეგად აქციების ფასი მკვეთრად დაეცა და სწორედ აქ იკვეთება ლეგენდარული მცველის როლი.
რამოსმა უკვე წარადგინა მტკიცე შეთავაზება და აქციონერებს პირდაპირ განუცხადა კლუბის შეძენის სურვილი. მას ზურგს უმაგრებს ძლიერ ინვესტორთა ჯგუფი, რომელმაც მას პროექტის ხელმძღვანელობა მიანდო.
გარდა ამისა, მოლაპარაკებებთან დაახლოებული წყაროები ადასტურებენ, რომ მის მიერ შეთავაზებული თანხა ყველაზე მაღალია, რაც კი ოდესმე წარმოდგენილა და აღემატება იმ ოდენობას, რაც აქამდე უმრავლესმა აქციონერებმა სხვა პოტენციური მყიდველებისგან მიიღეს.
ახლა უნდა დაველოდოთ, როგორ უპასუხებს ამ ვითარებას დირექტორთა საბჭო, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ამერიკელებთან ურთიერთობა სრულიად ჩიხშია შესული.
ასეთ მასშტაბურ გარიგებაში წინასწარ გადაწყვეტილად რამის თქმა რთულია, თუმცა ფაქტია, რომ სერხიო რამოსი როგორც ძლიერ და ფინანსურად მყარ ფიგურად წარმოჩინდა, რომელსაც არსებული სიტუაციის შემოტრიალება შეუძლია.
მომდევნო დღეები გადამწყვეტი იქნება იმის დასადგენად, როგორ მოიქცევიანი კლუბის მფლობელები ამ სერიოზულ შეთავაზებასთან დაკავშირებთ.
სერხიო რამოსი სევილიას აღზრდილია და 2005 წელს რეალში ანდალუსიური კლუბიდან გადავიდა. 2023 წელს ესპანელი პარი სენ-ჟერმენიდან სანჩეს პისხუანზე დაბრუნდა და 1 სეზონი იქ გაატარა.
ცოტა ხნის წინ 39 წლის მცველმა მექსიკური მონტერეი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და პროფესიონალური კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.