ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

სერხიო რამოსმა სევილიას შესაძენად პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია
ფეხბურთიფეხბურთი

სერხიო რამოსმა სევილიას შესაძენად პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია

18 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

საფეხბურთო კლუბ სევილიას გარშემო მნიშვნელოვანი სიახლეა.


Cadena SER-ის გავრცელებული ცნობით, სერხიო რამოსმა ანდალუსიური კლუბის აქციონერთა ჯგუფთან მის შეძენასთან დაკავშირებით პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია.


წყაროს ინფორმაციით, პროცესში ჩართული მისი პარტნიორი მარტინ ინკიც იქნება, რომელიც Five Eleven Capital ჯგუფში მნიშვნელოვანი ფიგურაა. სერხიო რამოსი და მისი ჯგუფი კლუბის ფინანსურ მდგომარეობას შეისწავლიან და საბოლოო შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან.


კლუბში უნდა ჩატარდეს დეტალური ფინანსური შემოწმება, რის შემდეგაც მიზანი საბოლოო შეთანხმებამდე მისვლა იქნება. პრინციპული შეთანხმება უკვე არსებობს და რამდენიმე თვე დაგვჭირდება, რათა საბოლოო გადაწყვეტილება გავიგოთ.


რეალობა ის არის, რომ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია მართალი აღმოჩნდა; სერხიო რამოსმა და მისმა პარტნიორებმა მნიშვნელოვანი შეთავაზება გააკეთეს და პრინციპულ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.


როგორც იწერება, იმ კლუბის შესაძენად, რომელშიც რამოსს კარიერის განმავლობაში ორი სხვადასხვა პერიოდი ჰქონდა გატარებული, საწყისი შეთავაზება 450 მილიონ ევროს შეადგენს.


პირველად მან სევილიაში 2003-დან 2005 წლამდე ითამაშა და სწორედ 2005 წელს გადავიდა მადრიდის რეალში. პსჟ-ის მაისურით გატარებული ორი სეზონის შემდეგ, ცენტრალური მცველი მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა და სევილიას 2023/24 წლების სეზონში შეუერთდა.


წყაროს ცნობით, სერხიო რამოსს, პერეს სოლანოსა და კლუბის აქციონერებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა და რომლის დროსაც რამოსის შეთავაზება და პროექტი დეტალურად იქნა წარმოდგენილი.


სევილიას მძიმე ინსტიტუციურმა მდგომარეობამ, კლუბის სუსტმა სეზონებმა და მართლაც იმედგაცრუებელმა შედეგებმა ფეხბურთელი აიძულა, თავად აეღო ინიციატივა. კლუბის ხელმძღვანელობა კრიტიკის ქვეშაა და სერხიო რამოსის მოსვლამ შესაძლოა დელ ნიდო უმცროსის წასვლაც გამოიწვიოს.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

სერხიო რამოსი
სევილია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: ბელინგემისა და მბაპეს გოლები - რეალმა წელი მოგებით დახურა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ბელინგემისა და მბაპეს გოლები - რეალმა წელი მოგებით დახურა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფოტო: "ეს დიდი ხნის წინ ვთქვი", — სერხიო რამოსი ბერნაბეუზე დაბრუნდა და მატჩის შემდეგ პოსტი გამოაქვეყნა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფოტო: "ეს დიდი ხნის წინ ვთქვი", — სერხიო რამოსი ბერნაბეუზე დაბრუნდა და მატჩის შემდეგ პოსტი გამოაქვეყნა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სევილია იყიდება? საქმეში სერხიო რამოსი ჩაერთო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სევილია იყიდება? საქმეში სერხიო რამოსი ჩაერთო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სერხიო რამოსმა საფრანგეთის ლიგა 1-ში დაბრუნება არ ისურვა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სერხიო რამოსმა საფრანგეთის ლიგა 1-ში დაბრუნება არ ისურვა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

20 დეკ, 2025

VIDEO: ბელინგემისა და მბაპეს გოლები - რეალმა წელი მოგებით დახურა

News image

21 დეკ, 2025

ფოტო: "ეს დიდი ხნის წინ ვთქვი", — სერხიო რამოსი ბერნაბეუზე დაბრუნდა და მატჩის შემდეგ პოსტი გამოაქვეყნა

News image

02 იან, 2026

სევილია იყიდება? საქმეში სერხიო რამოსი ჩაერთო

News image

04 იან, 2026

სერხიო რამოსმა საფრანგეთის ლიგა 1-ში დაბრუნება არ ისურვა

კომენტარები