13-17 დეკემბერს, თბილისში 17-წლამდელთა საფეხბურთო საერთაშორისო ტურნირი New Vision Cup ჩატარდა.
გათამაშებაში მონაწილეობა 6-მა გუნდმა მიიღო: იბერია 1999 (საქართველო), ინტერის აკადემია (საქართველო), საბაჰი (აზერბაიჯანი), რფს (ლატვია), ბაშაქშეჰირი (თურქეთი) და ლნზ ჩერკასი (უკრაინა).
ფინალში გასვლა ინტერის აკადემიის გუნდმა და უკრაინულმა ლნზ ჩერკასიმ შეძლეს - თამაში 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი სტუმრებმა 6:5 გაიმარჯვეს და ჩემპიონობა იზეიმეს.
მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში, იბერია 1999-მა აზერბაიჯანული საბაჰი 1:0 დაამარცხა, მე-5 ადგილოსანი კი გახდა ბაშაქშეჰირი, რომელმაც რფს-ს 3:2 მოუგო.