საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა უეფა-ს ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა.
ერთ-ერთი კითხვა უეფა-ს დახმარებით შექმნილ 2022-26 წლების ქართული ფეხბურთის განვითარების სტრატეგიას ეხებოდა.
"ძალიან კმაყოფილი ვართ, ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც სფფ-ს ოფიციალური სტრატეგია აქვს. მისი მეშვეობით, ვაცნობიერებთ, თუ რა გველოდება წინ, რა ამოცანები გვაქვს დასახული და რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ.
ფეხბურთი ვითარდება, ახალი პრიორიტეტები ჩნდება და ჩვენც უკვე, ცხადია, შემდეგ სტრატეგიაზე ვფიქრობთ. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ქართული ფეხბურთი ახალ დონეზე გადავიდა და ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ.
ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც განსაკუთრებიდ საჭიროებს გაუმჯობესებას, ჩვენი შიდა ჩემპიონატია. არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად, კლუბებთან ერთად უნდა ვიმუშაოთ. ზოგადად კი ახლანდელი სტრატეგია ძალიან კარგად მუშაობს.
ასევე მივაღწიეთ წინსვლას ქალთა ფეხბურთის სტრატეგიით. ამჟამად ათასობით მეტი გოგონა თამაშობს ფეხბურთს, მაშინ როდესაც ისინი ადრე ხშირად ვერ ბედავდნენ თამაშს. ბევრ გოგონას მივეცით იმედი და დღეს ყველას, ვისაც სურს ფეხბურთის თამაში, ამისი შესაძლებლობა აქვს", - აღნიშნა კობიაშვილმა.