შვეიცარიული ლოზანას ნახევარმცველმა, გაბრიელ სიგუამ, კონფერენს ლიგის მე-6 ტურში, იტალიურ ფიორენტინას გამარჯვების გოლი გაუტანა - 1:0.
ქართველმა ანგარიში 59-ე წუთზე, კანა-ბიიკის გადაცემის შემდეგ, თავური დარტყმის შედეგად გახსნა. 70-ე წუთზე შეცვალეს.
სიგუას გუნდმა ლიგის ფაზის ცხრილში მე-9 ადგილი დაიკავა და პირდაპირ 1/8 ფინალში გასვლამდე ძალიან ცოტა დააკლდა.
20 წლის გაბრიელ სიგუამ ლოზანას რიგებში სადებიუტო გოლი შეაგდო - აქამდე აქტივში 2 საგოლე პასი ჰქონდა.
იგი ლოზანაში იჯარის წესით თამაშობს და სეზონის ბოლოს ბაზელს უნდა დაუბრუნდეს.