როგორც იქნა, ასპარეზზე მთავარი ევროპული საკლუბო ტურნირი ბრუნდება.
ჩემპიონთა ლიგაზე პირველი სათამაშო დღეა და სხვადასხვა ევროპულ სტადიონებზე ექვსი თამაში გაიმართება. ორი ნაადრევად არის გამოტანილი, ოთხი კი მოგვიანებით.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი მიქაუტაძის ახალი გუნდი - ვილიარეალიც დღეს ერთვება საქმეში და სტუმრად ტოტენჰემს დაუპირისპირდებაა.
ლა ლიგაში ჟორჟის დებიუტი არასახარბიელო გამოვიდა - გუნდი ატლეტიკოსთან სტუმრად დამარცხდა. ახლა კი, მიქაუტაძეს ჩემპიონთა ლიგაზე ექნება დებიუტი, მხოლოდ ვილიარეალის მაისურით კი არა, ზოგადად კარიერაში.
20:45
ბილბაო - არსენალი
სავარაუდო შემადგენლობები
ბილბაო: სიმონი, არესო, ვივიანი, პარედესი, იური ბერჩიჩე, გალარეტა, იაურეგიზარი, სანსეტი, ინაკი უილიამსი, ბერენგერი, სანადი
არსენალი: რაია, ტიმბერი, მოსკერა, გაბრიელი, ლიუის-სკელი, სუბიმენდი, მერინო, რაისი, მადუეკე, გიოკერეში, მარტინელი.
დანაკლისი: ნიკო უილიამსი, პრადოსი, ლეკუე (ეჭვქვეშ) - საკა, ჰავერცი, ნორგაარდი, ოდეგორი, უაითი, სალიბა (ეჭვქვეშ)
პსვ - როიალ უნიონი
23:00
ბენფიკა - ყარაბაღი
იუვენტუსი - დორტმუნდი
სავარაუდო შემადგენლობები:
იუვენტუსი: დე გრეგორიო, გატი, ბრემერი, კელი, კალულუ, ლოკატელი, ტურამი, კამბიასო, კოოპმაინერსი, ილდიზი, დევიდი
დორტმუნდი: კობელი, რიერსონი, ანტონი, ბენსებაინი, კოუტო, ბელინგემი, ნმეჩა, სვენსონი, ადეიემი, გირასი, ბეიერი.
დანაკლისი: კონსეისაო, ჟეგროვა - ჯანი, ფაბიო სილვა, გროსი, შლოტერბეკი, სულე, ანსელმინო (ეჭვქვეშ), ბრანდტი (ეჭვქვეშ).
რეალი - მარსელი
სავარაუდო შემადგენლობები:
რეალი: კურტუა, ტრენტი, ჰაუსენი, ალაბა, კარერასი, ჩუამენი, ვალვერდე, გიულერი, მასტანტუონო, როდრიგო, მბაპე
მარსელი: რული, მურილიო, პავარი, ბალერდი, ემერსონი, კონდოგბია, ჰოიბიერგი, გრინვუდი, ნადირი, ვეა, ობამეიანგი.
დანაკლისი: ენდრიკი, მენდი, რუდიგერი, ბელინგემი (ეჭვქვეშ), კამავინგა (ეჭვქვეშ) - აგუერდი, გუირი (ეჭვქვეშ).
ტოტენჰემი - ვილიარეალი
სავარაუდო შემადგენლობები:
ტოტენჰემი: ვიკარიო, პორო, რომერო, ვან დე ვენი, სპენსი, სარი, ბენტანკური, ბერგვალი, კუდუსი, სიმონსი, რიჩარლისონი
ვილიარეალი: ჯუნიორი, მოურინო, ფოითი, ვეიგა, კარდონა, პეპე, გეიე, კომესანა, ბუჩანანი, აიოზე პერესი, მიქაუტაძე.
დანაკლისი: სოლანკე - კამბვალა, ხერარდ მორენო.