ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის შემდეგ, ბომბარდირთა დავაში ლიდერი არ შეცვლილა.
პირველ ადგილს კვლავ კილიან მბაპე იკავებს, რომელმაც სიტისთან დღევანდელი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. სამაგიეროდ, ერთი გოლით მას ერლინგ ჰალანდი მიუახლოვდა, რომელმაც სწორედ მბაპეს რეალს გაუტანა გამარჯვების გოლი.
ტოპ 5 კი ასე გამოიყურება:
1. მბაპე (რეალი) - 9 გოლი
2. ჰალანდი (მან სიტი) - 6 გოლი
3. ოსიმენი (გალათასარაი) - 6 გოლი
4. გორდონი (ნიუკასლი) - 5 გოლი, 2 პასი
5. მარტინელი - 5 გოლი, 1 პასი.