"ვამაყობ, რომ მისთვის მეგობრისა და კორტზე მეტოქის დაძახება შემიძლია. სტენი ნამდვილად არის ის, ვინც შთამაგონა. შეხედეთ რამდენი წელია თამაშობს, როგორ უყვარს ჩოგბურთი.
ის დიდი ჩემპიონია როგორც კორტზე, ისე მის გარეთ. თითოეულ იმ აპლოდისმენტს იმსახურებს, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში მიუღია. ჩოგბურთი დიდ ჩემპიონსა და დიდ ადამიანს კარგავს", - აღნიშნა ჯოკოვიჩმა.
სტენ ვავრინკამ მისთვის პირველი დიდი სლემის ტიტული ავსტრალიაში 2014 წელს მოიგო - 1/4 ფინალში სწორედ ჯოკოვიჩი დაამარცხა, ფინალში კი რაფა ნადალს აჯობა.
ჯოკოვიჩი-ნადალი-ფედერერის ეპოქაში, AO-ს გარდა, ვავრინკა როლან გაროსისა (2015) და ამერიკის ღია პირველობის (2016) ჩემპიონი გახდა. მიმდინარე სეზონის ბოლოს კარიერას ასრულებს.