გვარდიოლამ მანჩესტერ სიტის ორმაგი ტრავმის შესახებ ისაუბრა, თუმცა გუნდს ერთი ლიდერი უბრუნდება.
მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, რაიან აიტ-ნურისა და რიკო ლუისის ტრავმებთან დაკავშირებით ახალი დეტალები გაამჟღავნა, თუმცა გულშემატკივრები მატეო კოვაჩიჩის დაბრუნებით გაახარა.
„სამწუხაროდ, ბოლო თამაშში მას ფეხის არეში დისკომფორტი ჰქონდა,“ - აღიარა პეპმა აიტ-ნურის შესახებ. „ის თავს საერთოდ არ გრძნობდა კომფორტულად, ამიტომ ზედმეტი რისკის გაწევა არ ვისურვეთ.“
24 წლის ალჟირელი მცველი, რომელიც ვულვზიდან გადმოვიდა, გუნდის საკვანძო მოთამაშედ იქცა და სიტის ბოლო ცხრა შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო. გვარდიოლამ ხაზი გაუსვა მის პროგრესს და აღნიშნა, რომ აიტ-ნური ფანტასტიკურია ბურთთან მუშაობისას და იმაზე სწრაფია, ვიდრე ბევრს ჰგონია.
რაც შეეხება რიკო ლუისს, 21 წლის ნიჭიერ ფეხბურთელს კოჭის პრობლემა აწუხებს. პეპის თქმით, მას ფეხი აქვს შეშუპებული, თუმცა დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა. „მე ყოველთვის ვენდობი რიკოს, მასში არის რაღაც განსაკუთრებული,“ - დასძინა მწვრთნელმა.
ყველაზე პოზიტიური ამბავი მატეო კოვაჩიჩს უკავშირდება. ხორვატი ნახევარმცველი, რომელსაც თითქმის ერთ წელი გაუცდა, გუნდთან ერთად ვარჯიშობს. მეორე ოპერაციის შემდეგ მისი მდგომარეობა ბევრად უკეთესია. გვარდიოლას თქმით, მატეოს ჯერ კიდევ სჭირდება დრო ოპტიმალური ფორმის აღსადგენად, მაგრამ მისი დაბრუნება სეზონის ფინიშზე უმნიშვნელოვანესია.
კითხვაზე, ვიხილავთ თუ არა წელს მოედანზე კიდევ ერთ ხორვატს, იოსკო გვარდიოლს, პეპმა ასე უპასუხა: „მისი დაბრუნება უფრო მეტ დროს მოითხოვს. იმედი მაქვს, მალე ვიხილავთ, მაგრამ ზუსტად არ ვიცი როდის, ექიმებთან ჯერ არ მისაუბრია.“