უეფას კონფერენს ლიგის პირველ ტურში ბელგიურ სენტ-ტრუიდენთან სტუმრად განცდილი მარცხის (0:2) შემდეგ, იბერია 1999-ის ნახევარმცველმა, ნიკოლოზ დადიანმა მატჩი შეაფასა და გუნდის თამაშზე ისაუბრა.
ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ შეხვედრა ძალიან რთული გამოდგა და მეტოქემ პირველივე წუთებიდანვე მოიპოვა უპირატესობა.
მისი თქმით, მთელი თამაშის განმავლობაში კარისკენ დარტყმის გარეშე გამართლება არ არსებობს და მარცხი მთლიანად გუნდის ბრალია.
დადიანმა მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს და იმედი გამოთქვა, რომ თბილისში გულშემატკივარი ტრიბუნებს გაავსებს და გუნდს მხარს დაუჭერს:
ერთადერთი პოზიტივი ის არის, რომ 5 თამაში გვაქვს დარჩენილი და ხარისხი უნდა გამოვასწოროთ.
შეგახსენებთ, რომ იბერია 1999-ის კონფერენს ლიგის მომდევნო მატჩს 22 ოქტომბერს, 20:45 საათზე, შვედური მიალბის წინააღმდეგ სახლში გამართავს!
ისტორიული შეხვედრის ბილეთების გაყიდვა დღეს ოფიციალურად დაიწყო და მათი შეძენა შესაძლებელია ამ ბმულზე.