ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე 23-წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა მანუჩარ ყიფშიძემ წარმატებით იასპარეზა
მანუჩარმა საქართველოს აქტივს კიდევ ერთი მედალი შემატა.
70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძალოსანმა ატაცში 133-კილოგრამიანი შტანგა დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. აკვრაში ყიფშიძემ 161 კილოგრამი დააფიქსირა, ორჭიდის ჯამში კი 294 კილოგრამი მოაგროვა და ტურნირზე გამოსვლა მეოთხე ადგილზე დაასრულა.
დღეს, 16 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობაში 20-წლამდელთა ნაკრების წევრი ლევან ოჩიგავა ჩაერთვება. 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში მისი გამოსვლა 21:00 საათიდან დაიწყება.