ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს, იბერია 1999 კონფერენს ლიგის საერთო ეტაპის მეორე ტურის ფარგლებში შვედურ მიალბის უმასპინძლებს.
შეხვედრა თბილისში, სტადიონ მიხეილ მესხზე გაიმართება.
დღეს ოფიციალურად დაიწყო ამ მატჩის ბილეთების გაყიდვა, რომლის შეძენაც ამ ლინკზე გადასვლით შეგეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 20:45 საათზე დაიწყება.
მოდი სტადიონზე, ერთად ვუგულშემატკივროთ იბერიას და შევქმნათ დაუვიწყარი საფეხბურთო ატმოსფერო!
🆓 6 წლამდე ბავშვები დაიშვებიან უფასოდ.