სენტ-ტრუიდენის მთავარი მწვრთნელი ევროდებიუტით კმაყოფილია.
უეფა-ს კონფერენს ლიგის ძირითადი ეტაპის I ტურში თბილისის იბერია 1999-თან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ბელგიური სენტ-ტრუიდენის მთავარმა მწვრთნელმა, ფრედერიკ დე მეიერმა ჟურნალისტებთან ევროთასებზე სადებიუტო შეხვედრა შეაფასა.
ბელგიელმა სპეციალისტმა აღნიშნა:
ჩვენი გულშემატკივრების დახმარებით, მეორე ტაიმიდან მოყოლებული იმპულსი შევინარჩუნეთ. სწრაფად და ზუსტად ვითამაშეთ, რამაც ორი ლამაზი გოლის გატანა გამოიწვია. სამწუხაროდ, პირველი სანტიმეტრებით თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა.
ფრედერიკმა დაამატა:
ჩვენ არ გვინდოდა საბედისწერო კონტრშეტევის რისკის ქვეშ ყოფნა. საბოლოო ჯამში, მეკარეს ბურთის მოგერიება თითქმის არ დასჭირვებია.
ამასთან, მატჩის შემდეგ ბელგიურ მედიაში განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა ილიას სებაუის მიერ მოედნის ცენტრიდან გატანილ ეფექტურ გოლს, რომელიც კონფერენს ლიგის ტურის საუკეთესო გოლის ნომინაციაზეც კი არის წარდგენილი.
შეგახსენებთ, რომ იბერია 1999 უეფა-ს კონფერენს ლიგის მომდევნო მატჩს 22 ოქტომბერს, 20:45 საათზე, შვედური მიოლბის წინააღმდეგ სახლში გამართავს!
ისტორიული შეხვედრის ბილეთების გაყიდვა დღეს ოფიციალურად დაიწყო და მათი შეძენა შესაძლებელია ამ ბმულზე.