სპაერთან დაძაბული მატჩის შემდეგ, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა, იბერია 1999-ის მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ შეხვედრა შეაფასა და გუნდში არსებულ საკადრო პრობლემებზე ისაუბრა.
აჭარაბეთ არენას ჟურნალისტის შეფასებაზე, რომ სპაერმა იბერიასთან ძალიან კარგად ითამაშა, თუმცა გუნდს მაინც ჰქონდა ბოლო წუთებზე დრამატული შეხვედრის მოგების შანსი, კორღალიძემ განაცხადა:
სპაერი კარგი გუნდია, ძალიან კარგ ფეხბურთს აჩვენებს. მე ვფიქრობ, ნამდვილად არ იმსახურებს იმ ადგილს, სადაცაა ახლა. არ დავიშურებ საქებარ სიტყვებს. ეს წინა თამაშზეც გამოჩნდა და ახლაც.
მწვრთნელმა საკადრო პრობლემებზეც ისაუბრა:
ჩვენ დაგვეტყო, რა თქმა უნდა, ფეხბურთელების, ქობულაძის, ჯინჯოლავას არყოფნა. სეზონის ბოლოს, როცა 5-6 ფეხბურთელი გაკლდება, რთულია. იმისთვის არ ვამბობ, რომ დღევანდელი შედეგი ამას დავაბრალო, თუმცა ფაქტი არის ფაქტი. ჩვენ, კიდევ გავიმეორებ, გავაგრძელებთ ბრძოლას და იმისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩართულები ვიყოთ საჩემპიონო რბოლაში.
ეროვნული ლიგის 33-ე ტურის ამ მატჩის შემდეგ იბერია 1999 სატურნირო ცხრილს 60 ქულით ლიდერობს, თუმცა უშუალო კონკურენტებს ერთი შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული და ჩემპიონატის დასრულებამდე ბრძოლა კიდევ უფრო იძაბება.
შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს, 21:45 საათზე იბერია კონფერენს ლიგაზე სახლში, მიხელ მესხის სტაიდიონზე ხეტაფეს უმასპინძლებს. ბილეთების ყიდვა ამ ლინკზე შეგიძლიათ.