იბერია 1999-ის მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ სპაერთან მატჩის შემდეგ გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ზვიად ნაჭყებიას ჯანმრთელობის მდგომარეობა და უახლოესი მატჩებისთვის მზადების პროცესი შეაფასა.
აჭარაბეთ არენას ჟურნალისტის კითხვაზე შეიძლება თუ არა რომ ნაჭყებიას ხეტაფესთან მატჩისთვის ველოდოთ, კორღალიძემ განაცხადა:
ძალიან დიდი იმედი გვაქვს, იქნებ იყოს, თუმცა ჯერ ვერ გეტყვით, რადგან სულ ხუთი დღეა, რაც მკურნალობა დაიწყო. თავიდან ვარაუდი იყო, რომ ორი კვირა ვერ შეძლებდა ვარჯიშს, ამიტომ ხეტაფესთან სამწუხაროდ ალბათ ვერ იქნება.
კლუბი მომდევნო შეხვედრებს საკადრო პრობლემებით ხვდება, თუმცა ლევან კორღალიძემ აღნიშნა, რომ ისინი მაქსიმუმს გააკეთებენ ყველა თამაშში ქულების ასაღებად.
შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს, 21:45 საათზე იბერია კონფერენს ლიგაზე სახლში, მიხელ მესხის სტაიდიონზე ხეტაფეს უმასპინძლებს. ბილეთების ყიდვა ამ ლინკზე შეგიძლიათ.