იბერია 1999-ის მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ სპაერთან გასვლითი მატჩის შემდეგ შეხვედრა შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მწვრთნელმა განაცხადა:
როგორც ველოდებოდი, ძალიან რთული თამაში გამოვიდა. ჩანდა, რომ ორივე გუნდი ვიბრძოდით სამი ქულისთვის, მაგრამ ფრედ მორჩა. ვფიქრობ, რომ დღევანდელი თამაშიდან გამომდინარე ლოგიკური ფრე იყო. რა თქმა უნდა, ცუდია, რომ ორი ქულა დავკარგეთ, მაგრამ რას ვიზამთ, მივყვებით ჩემპიონატს, სამი თამაში გვაქვს დარჩენილი და ვიბრძოლებთ მაქსიმალურად, რომ ქულები ავიღოთ.
ეროვნულ ლიგაში ამ მატჩის შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. იბერია 1999 60 ქულით ერთპიროვნულად გალიდერდა, თუმცა უშუალო კონკურენტებს ერთით ნაკლები შეხვედრა აქვთ ჩატარებული.
შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს, 21:45 საათზე იბერია კონფერენს ლიგაზე სახლში, მიხელ მესხის სტაიდიონზე ხეტაფეს უმასპინძლებს. ბილეთების ყიდვა ამ ლინკზე შეგიძლიათ.