პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ჟეზუშმა ერთა ლიგის მატჩში, ნორვეგიასთან გამარჯვების (2:1) შემდეგ კრიშტიანუ რონალდუს საქციელზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.
ალ-ნასრის თავდამსხმელმა შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა. საფინალო სასტვენის შემდეგ გუნდის კაპიტანი გასახდელისკენ იმავე წამს გაემართა და სხვა მოთამაშეებთან ერთად გულშემატკივრებს მადლობა არ გადაუხადა.
„ეს არ შემინიშნავს. მხოლოდ თამაშის შემდეგ გავანალიზე, უკვე დამისვეს შეკითხვები ამ თემაზე, თუმცა მათზე პასუხის გაცემა მხოლოდ მას შეუძლია.
რა თქმა უნდა, მასთან დალაპარაკება მომიწევს, ასე არ არის?! თუმცა მას ძალიან კარგად ვიცნობ. რა თქმა უნდა, ნაკრები კლუბი არ არის, მაგრამ ჩემთვის აქ ახალი არაფერია.
ნაკრები ყველასი ერთია და როგორც გუნდის კაპიტანი... კონკრეტულად ვერ გეტყვით, რაზე ფიქრობდა ის, ეს მხოლოდ მასთან საუბრის შემდეგ გახდება ნათელი", - განაცხადა ჟეზუშმა.