• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • instagram icon
"დამამთავრებელ ფაზაში სერიოზული ხარვეზები გვქონდა" - სვანაძე ლატვიასთან მატჩის შემდეგ
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

"დამამთავრებელ ფაზაში სერიოზული ხარვეზები გვქონდა" - სვანაძე ლატვიასთან მატჩის შემდეგ

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ლატვიის ნაკრებთან შეხვედრა (1:1) პრესკონფერენციაზე შეაფასა.


"პირველ რიგში, ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს იმ დიდ დანაკარგს, რაც ბოლო კვირაში გვქონდა. 


მიუხედავად, პრობლემებისა და სირთულეებისა, მეტს ველოდი. პირველი ტაიმის შეფასებით, ყველაფერი მიდიოდა ისე, როგორც დაგეგმილი გვქონდა, თუმცა დამამთავრებელ ფაზაში სერიოზული ხარვეზები გვქონდა.


ასევე, დიდი პრობლემები გვქონდა მეტოქის კონტრშეტევების შეჩერებაზე. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმაზე, რომ მათგან სწრაფი შეტევები არ მიგვეღო. რეალურად, ლატვიის ნაკრებს ახალი არაფერი შემოუთავაზებია, ძალიან დისციპლინირებული და ფიზიკურად ძლიერი გუნდია. თითქმის ყველა გადმოსვლა დარტყმით დაგვიმთავრეს.


ვიცოდით, რომ სივრცეები ძალიან ცოტა მოგვეცემოდა, თუმცა მომენტები მაინც შევქმენით და დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი მათგანი რომ გაგვეტანა, საერთოდ სხვა ტიპის სცენარს მივიღებდით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ დამაგვირგვინებელ ფაზაში ძალიან გვიჭირს.


რაც შეეხება მეორე ტაიმს, კაცნაკლულობის მიუხედავად, თამაში ჩვენი სცენარით მიდიოდა, თუმცა გოლი გავუშვით ზუსტად იმ ხერხით გავუშვით, რაც პოტენციურად ყველაზე სახიფათო იყო და ამაზე ვარჯიშებსა და თეორიაზე ბევრი გვქონდა ნამუშევარი - სწორედ ამით ვარ უკმაყოფილო.


შანსი იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ ვითამაშოთ, ფაქტობრივად აღარ გვაქვს, თუმცა ახალგაზრდულ ნაკრებს აქვს ასევე დიდი დანიშნულება, რომ წამოწიოს ის ფეხბურთელები, რომლებიც ეროვნულ ნაკრებთან ახლოს იქნებიან. მომავალში ჩვენს გუნდში გაგრძელდება ეს ტენდენცია და ამ კატეგორიის ფეხბურთელებს კიდევ უფრო მეტი შანსი მიეცემათ.


ბართიშვილი, ყველამ ვიცით, რომ ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტია და თუ ზრდას განაგრძნობს იმ ტემპებით, რაც ბოლო თვეებში აქვს, კიდევ უფრო მოუმატებს, თუმცა, ამავე დროს, სამუშაო ბევრი აქვს ფიზიკაზე, ათლეტიზმზე და იმაზე, რომ მისი ინტენსივობა უფრო მაღალი იყოს. დღეს მას დავავალე, რომ თავის თავზე კიდევ მეტი აეღო და კარისკენაც ხშირად დაერტყა. ეპიზოდურად ამას ახერხებდა, ბურთიანად ცენტრისკენ შესვლასაც ცდილობდა და გამოსდიოდა, თუმცა მისი პირველი თამაში იყო და ჯერ ძალიან პატარაა. თავს უნდა მოუფრთხილდეს, ჩვენც უნდა მოვუფრთხილდეთ მას და ვიმუშაოთ იმაზე, რომ მისი ტალანტისგან მივიღოთ ის შედეგი, რაც შესაძლებელია.


იმედი მაქვს, მალტას გატანილი გოლების გრაფაში მომავალი მატჩის შემდეგაც 0 ეწერება. ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა", - აღნიშნა სვანაძემ.


საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 6 ტურში 6 ქულა აქვს და ჯგუფის მე-4 ადგილზე რჩება. მომდევნო თამაშს, 31 მარტს, ისევ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, მალტის გუნდთან გამართავს.


VIDEO: ფრე ლატვიასთან - 21-წლამდელთა ნაკრებმა ქულა ბოლო წუთებზე გადაარჩინა

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

რამაზ სვანაძე
საქართველო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ლიეტუვა V საქართველო - ინფორმაცია ბილეთებზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლიეტუვა V საქართველო - ინფორმაცია ბილეთებზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"საოცარი შეგრძნებაა, როცა შენი ქვეყნის მაისურით პირველად თამაშობ" - მამაგეიშვილი დებიუტზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"საოცარი შეგრძნებაა, როცა შენი ქვეყნის მაისურით პირველად თამაშობ" - მამაგეიშვილი დებიუტზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ფრე ლატვიასთან - 21-წლამდელთა ნაკრებმა ქულა ბოლო წუთებზე გადაარჩინა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ფრე ლატვიასთან - 21-წლამდელთა ნაკრებმა ქულა ბოლო წუთებზე გადაარჩინა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მატჩის დღე - 21-წლამდელთა ნაკრები ლატვიას ქუთაისში მასპინძლობს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მატჩის დღე - 21-წლამდელთა ნაკრები ლატვიას ქუთაისში მასპინძლობს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

5 სთ წინ

ლიეტუვა V საქართველო - ინფორმაცია ბილეთებზე

News image

23 სთ წინ

"საოცარი შეგრძნებაა, როცა შენი ქვეყნის მაისურით პირველად თამაშობ" - მამაგეიშვილი დებიუტზე

News image

3 სთ წინ

VIDEO: ფრე ლატვიასთან - 21-წლამდელთა ნაკრებმა ქულა ბოლო წუთებზე გადაარჩინა

News image

23 სთ წინ

მატჩის დღე - 21-წლამდელთა ნაკრები ლატვიას ქუთაისში მასპინძლობს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება