მატჩის დღე - 21-წლამდელთა ნაკრები ლატვიას ქუთაისში მასპინძლობს
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას, ლატვიასთან და მალტასთან გასამართი საშინაო მატჩებით, აგრძელებს.
რამაზ სვანაძის გუნდი, დღეს ქუთაისში, ლატვიის 21-წლამდელთა ნაკრებს, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, 19:00 საათიდან უმასპინძლებს. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.
ტრავმის გამო, ლატვიასთან მატჩს ქუთაისის ტორპედოს მცველი, დავით ბუკია გამოაკლდა. ტრავმირებული ალეკო ბასილაძის ნაცვლად კი გუნდს ნიკოლოზ ცეცხლაძე შეუერთდა.
მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), რევაზ კურტანიძე (იბერია1999);
მცველები: გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (ვაილე, დანია), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), დავით ბუკია (ტორპედო ქუთაისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), გიორგი ტაბატაძე (ვაილე, დანია), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი);
ნახევარმცველები: ნიკოლოზ დადიანი (იბერია1999), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი), საბა გეგიაძე (სპაერი), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი, შვეიცარია), გია ნადარეიშვილი (ტრენჩინი, სლოვაკეთი), ანდრია ბართიშვილი (იბერია 1999), ცოტნე ბერელიძე (წყალტუბოს სამგურალი), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი), ნიკოლოზ ცეცხლაძე (წყალტუბოს სამგურალი);
5 ტურის შემდეგ, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ჯგუფში 5 ქულა აქვს, მე-4 ადგილზეა და ლატვიასა (4 ქულა) და მალტას (0 ქულა) უსწრებს - წინ ჩრდ. ირლანდია (7 ქულა), გერმანია (12 ქულა) და საბერძნეთი (15 ქულა) არიან.