საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ისრაელთან შეხვედრის შემდეგ (2:2), ჟურნალისტებთან შეფასება გააკეთა.
"თავიდან კარგად დავიწყეთ, 2:0-ს ვიგებდით, თუმცა შემდეგ ცოტა მოვდუნდით, არგამართლების ფაქტორიც იყო.
ამხანაგური მატჩი იყო და შედეგზე დიდი აქცენტი არ ყოფილა. გუნდში ბევრი ცვლილება და ახალი ფეხბურთელი იყო, რაც პირდაპირაა მიმართული იქით, რომ სექტემბრის მატჩებისთვის მაქსიმალურად უკეთესად მომზადებულები ვიყოთ, მთავარი მიზანი ესაა. გარკვეულ სათამაშო დეტალებს დადებითად შევაფასებდი.
ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ამ ბიჭების კაპიტანი ვარ. გუნდში ბევრი ლიდერი გვყავს და სამკლავური ვის ეკეთება, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რთულია, გურამ კაშიას შემდეგ კაპიტნობა, თუმცა შევეცდებით, ის სათანადოდ ჩავანაცვლოთ", - აღნიშნა კვარაცხელიამ.
ხვიჩა კვარაცხელიამ, კაპიტნის რანგში, ეროვნულ გუნდში პირველი დუბლი შეასრულა (სულ მე-3 დუბლია - შვედეთთან და შოტლანდიასთან), ჯამში 22 გოლი მოაგროვა, გიორგი მიქაუტაძეს გადაასწრო და ყველა დროის ბომბარდირ შოთა არველაძეს 4 გოლითღა ჩამორჩება.
საქართველოს ნაკრები მომდევნო თამაშს 29 მარტს, კაუნასში, ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
"გაკვირვებული ვარ, 2:0-ზე რატომ ვჩქარობდით" - სანიოლმა ისრაელთან მატჩი შეაფასა