• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • instagram icon
"გაკვირვებული ვარ, 2:0-ზე რატომ ვჩქარობდით" - სანიოლმა ისრაელთან მატჩი შეაფასა
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

"გაკვირვებული ვარ, 2:0-ზე რატომ ვჩქარობდით" - სანიოლმა ისრაელთან მატჩი შეაფასა

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, ისრაელთან შეხვედრის შემდეგ (2:2), პრესკონფერენცია გამართა.


"პირველ 60 წუთში ბევრი კარგი რამ იყო, გვქონდა ინტენსივობა, მონდომება და 2 გოლი გავიტანეთ. ეს ამხანაგური მატჩი იყო, შედეგზე არ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული და დავინახოთ ის ასპექტები, რომლებიც ამ შეხვედრამ აჩვენა.


არაერთი ახალი ფეხბურთელი გვყავდა - ბერიაშვილმა, გადრანმა და მამაგეიშვილმა ნაკრებში პირველად ითამაშეს. იყვნენ ისეთებიც, ვისაც ამ ეტაპზე სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა აქვს. მთავარი ერთა ლიგისთვის მომზადებაა და ამისთვის 6 თვეა.


2:0-ზე ფეხბურთელებს მეტი დაკვირვებით თამაში მართებდათ, სიჩქარე და პირველი პასების სწრაფად კეთება საჭირო არ იყო. სათამაშო გეგმის შენარჩუნება იყო მნიშვნელოვანი და გაკვირვებული ვარ, რატომ ჩქარობდნენ, მეტად ორგანიზებულად უნდა გვეთამაშა.


შედეგი სასიამოვნო არაა, მაგრამ დადებით დეტალებზე ყურადღების გამახვილება შეგვიძლია. ისრაელი სუსტი გუნდი არაა და ეს წარსულში არაერთხელ უჩვენებია. 


კიტეიშვილს კუნთის გარკვეული პრობლემა ჰქონდა და მოედნიდან სწორედ ამიტომ გამოვიყვანე. მისი და მექვაბიშვილის ტრავმებმა გეგმები შეგვიცვალა და ცვლილებების გაკეთების სივრცეები შეგვიზღუდა. წინ მეორე თამაშია და მოედანზე გასვლის საშუალება ყველა ფეხბურთელს მიეცემა", - აღნიშნა სანიოლმა.


საქართველოს ნაკრებმა ისრაელთან ისტორიაში მეშვიდე ურთიერთშეხვედრა გამართა - 1 მოგება, 3 ფრე, 3 წაგება.


ხვიჩა კვარაცხელიამ, კაპიტნის რანგში, ეროვნულ გუნდში პირველი დუბლი შეასრულა (სულ მე-3 დუბლია - შვედეთთან და შოტლანდიასთან), ჯამში 22 გოლი მოაგროვა, გიორგი მიქაუტაძეს გადაასწრო და ყველა დროის ბომბარდირ შოთა არველაძეს 4 გოლითღა ჩამორჩება.


საქართველოს ნაკრები მომდევნო თამაშს 29 მარტს, კაუნასში, ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

საქართველოს ეროვნული ნაკრები
საქართველო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

კვარამ ჟორჟი ჩამოიტოვა — წინ მხოლოდ შოთია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარამ ჟორჟი ჩამოიტოვა — წინ მხოლოდ შოთია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ცოტა მოვდუნდით, არგამართლების ფაქტორიც იყო" - კვარაცხელია ისრაელთან მატჩზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ცოტა მოვდუნდით, არგამართლების ფაქტორიც იყო" - კვარაცხელია ისრაელთან მატჩზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"საოცარი შეგრძნებაა, როცა შენი ქვეყნის მაისურით პირველად თამაშობ" - მამაგეიშვილი დებიუტზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"საოცარი შეგრძნებაა, როცა შენი ქვეყნის მაისურით პირველად თამაშობ" - მამაგეიშვილი დებიუტზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მატჩის დღე - 21-წლამდელთა ნაკრები ლატვიას ქუთაისში მასპინძლობს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მატჩის დღე - 21-წლამდელთა ნაკრები ლატვიას ქუთაისში მასპინძლობს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

4 სთ წინ

კვარამ ჟორჟი ჩამოიტოვა — წინ მხოლოდ შოთია

News image

2 სთ წინ

"ცოტა მოვდუნდით, არგამართლების ფაქტორიც იყო" - კვარაცხელია ისრაელთან მატჩზე

News image

1 სთ წინ

"საოცარი შეგრძნებაა, როცა შენი ქვეყნის მაისურით პირველად თამაშობ" - მამაგეიშვილი დებიუტზე

News image

1 სთ წინ

მატჩის დღე - 21-წლამდელთა ნაკრები ლატვიას ქუთაისში მასპინძლობს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება