საქართველოს ეროვნული ნაკრები მარტის სანაკრებო პაუზის მეორე შეხვედრას ლიეტუვის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩი 29 მარტს, კაუნასში გაიმართება და ადგილორბივი დროით 16:00 საათზე (17:00 თბილისის დროით) დაიწყება.
დასასწრები ბილეთის ფასი 17.90 და 21.90 ევროა. საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების შესაძენად შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ ბმულით.