VIDEO: ფრე ლატვიასთან - 21-წლამდელთა ნაკრებმა ქულა ბოლო წუთებზე გადაარჩინა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა, ევრო 2027-ის შესარჩევ ეტაპზე მე-6 ტურის მატჩი ქუთაისში, ლატვიის წინააღმდეგ გამართა და 1:1 ითამაშა.
41-ე წუთიდან ჩვენი გუნდი კაცნაკლული იყო - გიორგი გვასალია გააძევეს. მეორე ნახევრის სტარტზე, მარკუს შტროდსის გოლით, ლატვიელებმა ანგარიში გახსნეს.
რამაზ სვანაძის შეგირდებმა წონასწორობა 85-ე წუთზე აღადგინეს, როცა გაბრიელ სიგუას საჯარიმოში აქტიურობას ირაკლი იეგოიანის დარტყმა და მცველებისგან ორმაგი ასხტეტით ავტოგოლი მოჰყვა. იმავე იეგოიანს რამდენიმე წუთში მაკრატელათი გატანა შეეძლო, თუმცა ლატვიელები მეკარემ გადაარჩინა.
შედეგად, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 6 ტურში 6 ქულა აქვს და ჯგუფის მე-4 ადგილზე რჩება. მომდევნო თამაშს, 31 მარტს, ისევ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, მალტის გუნდთან გამართავს.