საქართველოს ეროვნული ნაკრები ლიეტუვაში გაემგზავრა, სადაც მარტის სანაკრებო პაუზის მეორე მატჩს გამართავს.
ტრავმის გამო კაუნასში გუნდთან ერთად საბა გოგლიჩიძე და ოთარ კიტეიშვილი ვერ გაემგზავრნენ.
ლიეტუვა - საქართველოს შეხვედრა 29 მარტს, 17:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი), დავით კერესელიძე (დილა)
მცველები: ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი), ლაშა დვალი (ცსკა 1948), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი), ლუკა გადრანი (ბეითარი), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი), გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი), ირაკლი აზაროვი (შახტარი)
ნახევარდაცვა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა), ნიკა გაგნიძე (კოლოსი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი), გიორგი წიტაიშვილი (მეცი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი)
თავდასხმა: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი), გიორგი გულიაშვილი (რასინგი), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი)