UFC-ის პრეზიდენტის, დანა უაითის გამოჩენას გულშემატკივრები ღონისძიებების წინ და შემდეგ ყოველთვის დიდი ინტერესით ელიან, თუმცა ამჯერად მოლოდინი განსაკუთრებით მაღალი იყო. ამის მთავარი მიზეზი აბუ-დაბიში განვითარებული მოვლენები გახლდათ. ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნულ ინციდენტზე მწვავე კომენტარი გააკეთა და უსმან ნურმაგომედოვსა და მის მეგობრებს "იდიოტების ჯგუფი" უწოდა.
სკანდალური თემების გარდა, დენა უაითმა თავის საოცნებო ბრძოლებზეც ისაუბრა, რომელთა ჩანიშვნასაც ყველაზე მეტად შეეცდებოდა. საგულისხმოა, რომ უაითის სასურველ დაპირისპირებებს შორის ილია თოფურიაც მოხვდა, პრეზიდენტს ქართველი ჩემპიონის ხილვა პედი პიმბლეტის წინააღმდეგ სურს.
ქართველის გარდა, უაითმა კიდევ სამი ორთაბრძოლა გამოარჩია: ჯონ ჯონსი ტომ ასპინალის, პიოტრ იანი შონ ომალის და ალექს პერეირა ჯოშ ჰოკიტის წინააღმდეგ.
საინტერესოა, რომ UFC-ის პრეზიდენტის მიერ ჩამოთვლილი ოთხი ბრძოლიდან ორის ორგანიზება უახლოეს მომავალში სავსებით რეალურია.