ლეგენდარული მებრძოლი, რონდა როუზი, ნეტფლიქსის ისტორიულ 16 მაისის ტურნირზე ჯინა კარანოსთან ორთაბრძოლით ბრუნდება.
მატჩის წინ გამართულ პრესტურზე რაუზიმ გაამჟღავნა, რომ ეს სუპერბრძოლა თავდაპირველად UFC-ის ეგიდით, საჩემპიონო ქამარზე უნდა გამართულიყო, თუმცა მოლაპარაკებები სკანდალით დასრულდა.
ჩაშლილი გეგმა და ქვემსუბუქი წონის ქამარი
The Ariel Helwani Show-ში სტუმრობისას რაუზიმ აღნიშნა, რომ UFC-ის პრეზიდენტს, დანა უაითს, მისი და ჯინა კარანოს დაპირისპირების გამოყენება ქალთა ქვემსუბუქი წონის (145 ფუნტი) ჩემპიონატის დასახურად სურდა. მას შემდეგ, რაც ამანდა ნუნესმა 2023 წელს ტიტული ვაკანტური დატოვა, დივიზიონი ფაქტობრივად უფუნქციოდ დარჩა.
„გეგმა იყო, რომ მე და ჯინას ამ ქამარზე გვეჩხუბა, რათა UFC-ის ეს ტიტული საბოლოოდ, ლამაზად გაეცილებინა რეალობიდან. თუმცა, მოლაპარაკებები ჩაიშალა ორგანიზაციის მაღალჩინოსნის, ჰანტერ კემპბელის გამო. მე არ მომეწონა, როგორ საუბრობდა ის ამ წონის მებრძოლებზე, ის მათ მიმართ აშკარა სიძულვილსა და უპატივცემულობას გამოხატავდა,“ - განაცხადა რაუზიმ.
ნეტფლიქსის რევოლუცია UFC-ის წინააღმდეგ
მას შემდეგ, რაც UFC-ისთან შეთანხმება ვერ შედგა, დანა უაითმა პირადად მოუწოდა როუზის, რომ ძალები სხვა პლატფორმაზე ეცადა. შედეგად, ეს ბრძოლა Most Valuable Promotions-მა (MVP) ჩაიგდო ხელში და 16 მაისს ნეტფლიქსის პირველი მასშტაბური MMA ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.
ამავე ქარდზე მაყურებელი ფრენსის ნგანუსა და ნეიტ დიასის დაბრუნებასაც იხილავს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სანახაობრივი თვალსაზრისით, ნეტფლიქსის ეს შოუ ბევრად სჯობს პარალელურად დაგეგმილ UFC Vegas 117 ტურნირს. რაუზიმ კი UFC-ისთან ხიდები საბოლოოდ დაწვა და ორგანიზაცია სპორტსმენების ინტერესების იგნორირებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.